ქართველი მეცნიერების როლანდ თოფჩიშვილისა და ინგა ღუტიძის თანაავტორობით გამოქვეყნდა წიგნი, სახელწოდებით: „შავშეთისა და კლარჯეთის ტოპონიმები XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის რუსულ დოკუმენტებში“.
ქართველი მეცნიერების როლანდ თოფჩიშვილისა და ინგა ღუტიძის თანაავტორობით გამოქვეყნდა წიგნი, სახელწოდებით: „შავშეთისა და კლარჯეთის ტოპონიმები XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის რუსულ დოკუმენტებში“. წიგნი გამოქვეყნდა სამ ენაზე: ქართულად, თურქულად და ინგლისურად. წიგნში თავმოყრილია ინფორმაცია XIX საუკუნისა და XX საუკუნის საწყისი პერიოდის შავშეთისა და კლარჯეთის ტოპონიმიკის შესახებ. როლანდ თოფჩიშვილისა და ინგა ღუტიძის თანაავტორობით გამოცემული წიგნის რედაქტორია, საქართველოს მხრიდან როინ მალაყმაძე და თურქეთის მხრიდან ერდოღან შენოლი (ერეკლე დავითაძე). დაინტერესებული პირებისათვის წიგნი წარმოდგენილია pdf ფორმატშიც. ქვემოთ მოცემულ მისამართზე ღილაკის დაჭერით შეძლებთ გადმოიწეროთ და წაიკითხოთ წიგნის ქართული, თურქული ან ინგლისურენოვანი ვერსია.
https://drive.google.com/file/d/1dUAdBp542BXkuEJeaWlzjw2-Lq7J3vuZ/view?usp=sharing