წიგნი “აფხაზები აჭარაში”
"რუსეთის იმპერია, რომლის მიზანი ყველგან და აფხაზეთშიც იყო ძვირფასი მიწებიდან მკვიდრთა აყრა და გამოთავისუფლებული ადგილების მითვისება. კავკასიის ომში გამარჯვებულმა ალექსანდრე მეორემ 1864 წელს შეუდგა კავკასიის შავიზღვისპირეთის მკვიდრი მოსახლეობისაგან გაწმენდას. იმავე წლის 2 აპრილს მოსახლეობას მისცეს ერთთვიანი დრო, რათა გადასახლებულიყვნენ ოსმალაეთში.
თავგზააბნეული მოსახლეობა დასაწყისში ერიდებოდა ოსმალეთის შორეულ პროვინციებში წასვლას და უფრო ახლო ტერიტორიებზე სახლდებოდა. ასე აღმოჩნდა ჯერ კიდევ 1864 წლიდან აფხაზთა ერთი ჯგუფი, დაახლოებით 3000 ოჯახი აჭარაში, რომელიც მაშინ ოსმალეთის მფლობელობაში შედიოდა. ისინი რუსეთის მიერ აიძულეს აქედანაც აყრილიყვნენ და სხვაგან (ზოგი ოსმალეთში) უვარგის და მალარიიან ადგილებში გადასახლებულიყო, სადაც მათი დიდი ნაწილი ამ სნეულებას შეეწირა
წიგნი აფხაზები აჭარაში ქალაქ ბათუმში გამოიცა 2010 წელს
წიგნში მრავალი ღირსეული აფხაზის გვარი ვერ შევიდა, აგრეთვე განზრახული იყო ტექსტის აფხაზურ და რუსულ ენებზე თარგმნა, მაგრამ ტეკნიკურ მიზეზებისა და დროის სიმცირის გამო ეს არ მოხერხდა, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით, ამავე დროს ვთხოვთ მოგვაწოდოს ოჯახში შემორჩენილი საბუთები და ფოტოდოკუმენტები, რომლებსაც გამოვიყენებთ ახალი წიგნის გამოცემის დროს."
ტექსტის ავტორი და რედაკტორი:რამაზ სურმანიძე
ფოტოკოლექცია:თენგიზ თავდგირიძე
თურქულ ენაზე თარგმნა: ერდოღან შენოლ-მა (დავითაძე)
რედაქტორი: ფევზი ჩელები (ჩელებაძე)
წიგნის თურქული თარგმანი არსებობს ჩვენ საიტზე.
Türkçe: https://drive.google.com/file/d/1SbumkC47WsB9YFb0ePy5FASgsAerekDH/view?usp=drive_link
ქართული: https://drive.google.com/file/d/1pvuGsU0teaDye6PwIOWPJ7_p9PRv3hGm/view?usp=sharing